Qetinodeida's Blog

November 5, 2009

ჩემი ავბედითი სიზმარი

Filed under: Uncategorized — qetinodeida @ 12:37 pm

წუხელის იმისთანა სიზმარი მესიზმრა, წყალს კი მოვუყევი უკვე და აქაც უნდა დავწერო, დარდები ამოვაყოლო. ვითომ, გავიხედოთ და, ვართ მე, მიშა, გიგა, ვანიჩკა და ეკა რედისონში. ამ ბესელიას ასეთ საზოგადოებაში რაღა უნდოდა არ ვიცი, მაგრამ ესე ვნახე. ხოდა იმისთანა სუფრაა გაშლილი, სართულებად ალაგია კერძები. ჰოდა, გავიხედე და, ეს ბოკერია აუზში ჭყუმპალაობს, (მე-18 მე-19 სართულებზე როა), ეს ვანიჩკა ეკას ეკურკურება და დავრჩით მე და მიშა მოყუჩებულში. გამიყარა თვალი თვალში, ამარიდა მერე. მოერიდა ეტყობა. გავიხედე და, არ გადმომიცაცუნა ფეხი სუფრის ქვეშიდან? ამაპარა წვივიდან ზემოთ! გავიხედე, გამოვიხედე, კი არავინ გვიყურებს, მაგრამ გულმა რეჩხი მიყო, არც შალვა რამიშვილს ეგონა რომ უყურებდნენ, მაგრამ ვერ ხეხა 4 წელი? ხოდა, ვიყურები აქეთ-იქით, მიშაც არ აჩერებს ამ დასაწვავ ფეხს, თან თვალს მიპაჭუნებს და თითზე გასაღებს მიტრიალებს, აქაოდა გვერდზე ნომერში გავიდეთო. არადა, ვერც მივხვდი თითქოს, მიშას რა უნდოდა, ისეთი წიწკვი გოგოები ეძლევიან მაგას, დედისტოლა ქალისკენ თუ გამოიხედავდა რას ვიფიქრებდი! ჰოდა, რომ გავიფიქრე, რაც იქნება იქნება, ავყვები, ვნახოთ ერთი რა უნდა, იქნება და რა აქვს ოთახში-თქო, ამოვიდა გიგა წყლიდან და დაგვირღვია მყუდროება! გაბრაზდა მიშა, მაგრამ რა გაბრაზდა! ყრის ცოფებს და დორბლებს აქეთ-იქით, ეს პერსონალი დაიმალა, აღარ ჩანს, ზოგი ხალიჩის ქვეშ შეძვრა, ზოგი ლუსტრას ჩამოეკონწიალა, შიშის ზარი დაეცათ. მიშამ კიდევ, გაიძრო ეს ქამარი, ის იყო უნდა გაეტყლაშუნებინა გიგასთვის, ეს უბედურიც უკვე გამზადებული იდგა, გადაკუზული საცოდავად, გამომეღვიძა!

ჰოდა, ეხლა ვწევარ ამ ჩემს არაბულ ტახტზე და ვფიქრობ, რას უნდა ნიშნავდეს ნეტავ: დიდი კაცის ნახვა სიზმარში საერთოდ რომ კარგია, ვიცოდი, მაგრამ დანარჩენი აღარ მახსოვდა დეტალებში და გადმოვიღე ბებიაჩემის ნაქონი ნაცრისფერყდიანი დავთარი, იქ ქონდა გაწერილი ცხონებულს ყველაფერი, რა უნდა დაგსიზმრებოდა, იქ არ ყოფილიყო. მოვყევი ა-დან და ჩავედი ჰ-მდე.
უნამუსო დედაკაცთან ლაპარაკი დიდი ბედნიერებააო და ეკა ბესელიაზე უნამუსო ვინ უნდა მენახა! ბოლოკის ჭამა ცუდია, მტრობის ნიშანიაო და რა ვქნა, მომკალით და არ მახსოვს ვჭამე თუ არა იმ სიზმარში ბოლოკი! ტიტველი კაცის ნახვა ან ჩემი თავის ნახვა ორივე ცუდის ნიშანია და კიდევ კარგი, გიგა დროზე ამოვიდა წყლიდან, თორემ რა მომივიდოდა არ ვიცი. ალერსი საკეთილოა და გულის ნდომა აგისრულდესო და ვინ გაცალა ალერსამდე! ამოხტა წყლიდან და გვიშალა მე და მიშას ნერვები! გველის შუაზე გაწყვეტა კარგია და ბედნიერებააო და ღირსი იყო გიგა გამეწყვიტა შუაზე, ბედი მაგისი, რომ გამომეღვიძა!
ჰოდა მიშაზე მაინც ვერ გავარკვიე ჯეროვნად როგორ ამიხდება, რა იქნება რა ბედს ვეწევი და მაინც თავის დაზღვევის მიზნით, სანთელი დავანთე, სამჯერ გადავაფურთხე, ზურგს უკან მარილი გადავყარე, მერე წყალი მივასხი, გზაჯვარედინზე ძველი ნივთი გავიტანე და დავწვი ღამის 12 საათზე, კი ძალიან დამენანა, მაგრამ რაღა ვქნა, მამლის ყივილამდეც ვიფხიზლე, წითელი პენუარიც მოვისხი, ნაკურთხი წყალი ვიპკურე, თვალზე წითელი ძაფიც დავიგდე, ნემსსაც ვუკბინე, მარცხენა ხელისგულზე სამჯერ ვიკოცე და თავზე გადავისვი. ეხლა ვზივარ და ვფიქრობ, რამე ხომ არ გამომრჩა. გამისკდა გული ნერვიულობისგან, წავედი ეხლა, კაპლებსაც გადავყლაპავ და თავზე შალს წავიკრავ. ეს სიზმარი რომ ცუდად ამიხდეს და იმ ტრაკშარა უშანგის ცოლმა ბეკოს სარეცხი მანქანა ჩემზე ადრე იყიდოს, გული გამისივდება შურისგან, ისიც მეყოფა, ამდენი ხანია სუპერმარკეტში ავტომატის ფხვნილს რომ ვყიდულობ, აქაოდა მაგან არ გაიგოს, მანქანა რომ ჯერ არ მაქვს. რა ვიცი, დღეს კედლებსაც ყურები და თვალები აქვთ.

Advertisements

16 Comments »

  1. es qetino deida mgoni bichia :-):-) mara kargi bichia, tu bichia martla, tu ase daamugama qalebi :-):-)

    Comment by Kalo — November 5, 2009 @ 1:05 pm | Reply

    • ბიჭი რო იყოს, დედის შეგინებას მაინც ვერ გადაუვიდოდა. ერთხელ მაინც დასცდებოდა ჯიგრულად 😀

      Comment by zurriuss — November 7, 2009 @ 3:21 pm | Reply

  2. vaimeeeee vgijdebi qetinoze… gamacanit raaaa…..

    Comment by nino — November 5, 2009 @ 5:35 pm | Reply

  3. 100% – იან გარანტიას გაძლევთ, რომ ქეტინო დეიდა მართლაც არსებობს, პირადად ვიცნობ და ხატზე ნუ დამაფიცებინებთ… ისე ქეთინოს პორფილეზე დაფიცება კი, აი ეს სულ სხვა საქმეა!

    Comment by newsoma — November 5, 2009 @ 8:54 pm | Reply

    • შენ ჭკვიანად მოიქეცი, თორემ პროფირეს ხატს დაგანახებ მე ორშაბათს. ნუ აიგდებთ ახალგაზრდებო თავებს, ძალიან გთხოვთ.
      კალო, გენაცვალოს ქეთინო დეიდა, მე თუ არ ვარსებობ და აბა აღარ ყოფილა ამ ქვეყნის საშველი! ქალი ვარ და თან რა ქალი, ვარდივით ვარ გაფურჩქნული, ჩემი შემხედვარე იტყვი, თვალი მომეცი და მაყურებინეო! ჰოდა, თუ ჩემი ერთგული მკითხველი გახდები, შენც გამომტყუებ კაი კაი რამეებს,
      მენდე
      ქეთინოდეიდა

      Comment by qetinodeida — November 5, 2009 @ 9:15 pm | Reply

      • ar arsebob tko magas rogor gakadrebdi 🙂 ubralod imdenad xazgasmit qalivit (qalivit da ara gogosavit :-))cer, rom echvi shemepara shens qalobashi. mainc bichi mgonixar, ra vkna? :-):-)

        Comment by kalo — November 7, 2009 @ 9:22 pm

  4. ნოემბრის პირველ დეკადაში ნანახი სიზმარი, სიახლის მომტანია. ალბათობა იმისა, რომ არაბულ ტახტზე სიზმრების სანახავად ვეღარ მოიცალო, დიდია! ბესელიაზე კი მეტკინა გული, აუგათ აუგათ გინახავს პატიოსანი გოგო. გიგაზე რო ბრაზობ, არაა მართალი, გადაგარჩინა. თორემ უშანგის ცოლი დაგდებდა ქვეყანაზე. ხო იცი ეგ ნათელაშვილის აქტივისტია!

    Comment by newsoma — November 5, 2009 @ 9:05 pm | Reply

    • მართალი ხარ ჩემო რომა, გენაცვალოს ქეთინოდეიდა 😦 მე ეკასთან ადრე პირადი იაღლიში მომივიდა და იმის მერე ვერ მოვინელე, ამიტომ განვმარტავ ალბათ ამ სიზმარს ასე ცუდათ თორე რას აშავებს საწყალი ქალი 😦 რაღა საწყალი, მაშინ კი ამახია კაცები და დამასხა თავსლაფი. ეჰ ნუ გამახსენებ იმ ავადსახსენებელ დღეს შენი ჭირიმე, უბრალოდ მენდე
      შენი ქეთინოდეიდა

      Comment by qetinodeida — November 6, 2009 @ 9:46 am | Reply

  5. :)მომენატრა ქეთინოდეიდა 😦 კვირას ვნახავ :პ

    Comment by busx — November 6, 2009 @ 2:38 pm | Reply

  6. :))))))))))))))

    მაგარია

    Comment by www.paata.ge — November 6, 2009 @ 6:27 pm | Reply

  7. ვაიმე მელანდება თუ მართლა პაატა ქვია ამას? 😐 :))))))))))))

    Comment by qetinodeida — November 7, 2009 @ 10:47 am | Reply

  8. არა რა… ჯერ კომენტარები უნდა ვწერო ხოლმე და მერე უნდა ვიკითხო პოსტი, თორე რო ვხარხარებ, ხელები მიკანკალებს. 😀 მოკლედ, ჩემს პოსტზე დაგთაგე და აბა შენ იცი და შენმა კაი–ქალობამ. გამოცდილი ხარ და გამოცდილად დაუხვდები ფროიდის ტესტს 😉

    Comment by zurriuss — November 7, 2009 @ 3:28 pm | Reply

  9. mec minda froidis testi 🙂 ogond pasuxebi rogor una gavigo mere ? 🙂

    Comment by kalo — November 7, 2009 @ 9:24 pm | Reply

    • რიგი დაიკავე გენაცვალოს ქეთინო დეიდა, ხომ გითხრეს, ჯერ მე ვწერ და მერე დაგთაგავ თუ კარგად მოიქცევი, აფერუმ!
      მენდე რა!
      შენი ქეთინოდეიდა

      Comment by qetinodeida — November 8, 2009 @ 9:55 am | Reply

  10. Qetino dedia to KOTE BIDZIA, nu rogorcaa,
    ratom ar moxvedi fantantan? – gelodebodi… 😦

    patara bichebs akiraveb tu rgoraa sakme? gvchagrav?

    Comment by LUKA — November 15, 2009 @ 4:38 pm | Reply

    • არა ლუკა გენაცვალოს ქეთინოდეიდა, უბრალოდ ეს დღეები ძალიან ბევრი საქმე მქონდა, იქ ბაზრობაზე გავედი ხრუსტალის ვაზები შევათვალიერე, ჭაღები რავიცი სახლი მინდა ცოტა გადავახალისო. იმის მერე კიდე ამ 2012-ის ბილეთების რიგში ვიდექი, სამყაროს დასასრული მოახლოვდაო და ქეთინოს ხომ არ გამოეპარებოდა ეგ ამბავი, ასე რომ ვეღარ მოვახერხე ვერაფერი, ვერც პოსტის დაწერა. ამ დღეებში შეგატყობინებთ ყველაფერს.
      მენდეთ.. თქვენი ქეთინოდეიდა

      Comment by qetinodeida — November 15, 2009 @ 5:53 pm | Reply


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: