Qetinodeida's Blog

November 3, 2009

ქეთინოს მეგობრობის დღიური

Filed under: Uncategorized — qetinodeida @ 1:46 pm

ერთი კარგი ბიჭია, ზურა. დამთაგა, (ეს რაღა მეტიჩრობა მოიგონეს არ ვიცი) ზედმეტი ლაპარაკი არ მინდა ეხლა, პირველად ვიხმარე კორეგა და მეშინია პროტეზი არ ჩამომძვრეს. დავწერ პირდაპირ:

მიყვარს – ფულიანი და ჯანმრთელი მამაკაცები

ვოცნებობ – ფულიან და ჯანმრთელ მამაკაცებზე

ვფიქრობ – ამ კვირაში შევხვდე თუ არა ტაპორას და შემდეგში რაზე ვიფიქრებ რა ვიცი ჯერ.

კმაყოფილი ვარ – ჩემი ლილოს ბიზნესით, ლამზირას რომ ჩემი მარიფათი გამოყვა და ჩემი მკერდის ზომით.

მძულს – უშანგის ტრაკშარა ცოლი და ერთი-ორი მაგისნაირი კიდე.

ვნანობ – საზღვარგარეთ მაგისტრატურაში რომ არ ჩავაბარე. ტუტუცი ვარ, რა!

მენატრება – ის დრო, მწვანილის მოსაკრეფად რომ გამგზავნეს…

მსურს – გადადგეს მიშა სააკაშვილი და პრეზიდენტად ვინმე უცოლო და პერსპექტიული აირჩიონ, მე რომ პირველი ლედი გავხდე მერე.

მაღიზიანებს – ჩემი ქმარი მაღიზიანებდა, მაგრამ სადღაა უბედური…

ვგრძნობ – მეორედ მოსვლა მოახლოებულია.

მეშინია – შავი კატების, ჯადოსი, ხუბუასი მეშინია, რაღაცა შიგნიტიკური შიში მაქვს მაგ კაცის და არ ვიცი რატომ :S

ვიცი – დედამიწის გულში რა არის, მაგრამ თქვენ გული ნუ დაგწყდებათ, ისეთი არაფერი.

არ ვიცი – ქეთინოს უცოდინარი ქვეყნად არაფერია

შემიძლია – მუშტის პირში ჩადება, ნემსის ყუნწში გაძრომა და საკუთარ იდაყვზე კბენა.

არ შემიძლია – ასეთ პირობებში ცხოვრება!!!!

ვმეგობრობ – მხოლოდ იმათთან ვისგანაც რამე გამორჩენა მაქვს.

ვაპატიებ – ღალატს.

ვტირი – პანაშვიდებზე.

ვიცინი – როცა საკუთარ კურიოზებს ვიხსენებ.

ვეძებ – ოშმ, უ/გ, მჩგ(მავნე ჩვევების გარეშე), მაღალ, სიმპათიკურ, სპორტული აღნაგობის, დაკუნთულ, პრეზიდენტობის სურვილის მქონე, დაღვინებულ, ბინით, მანქანით, სამსახურით და აგარაკით უზრუნვეყოფილ, უცოლო და პატიოსან მამაკაცს, წმინდა და ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის. უსაქმურები, დაბლები და მელოტები ნუ გამომეხმაურებით.

ღირსი ვარ – ვიყო პირველი ლედი, არ ვარ ღირსი????

ვკარგავ – თავს…

მშურს – ინგა გრიგოლიასი, ჯერ რომ პლასტიკური ოპერაციებით გადაიტკუცა კანი და მერე ლონდონში რომ წაბრძანდა სასწავლებლად.

ვემალები – ლუკა რომ მწერს კომენტარებში იმას, რა უნდა ვერ გავიგე, რას გადამეკიდა, ვინაა მაგისი TOTIA.

ვემტერები – ავტობუსის კონტროლიორებს, იმდღესაც მდიეს, მდიეს და მაინც შევასწარი სკვაზნოი დერეფნიან კორპუსში, იიიიიშშ!

მაინტერესებს – საიდან აქვს უშანგის ამდენი ფული და რა მისცა სეფაშვილმა თმის გადანერგვაში.

არ მაინტერესებს – ჯაბა ქარსელაძის და ლალი მოროშკინას აკრძალული სიყვარულის ამბები. (მოკლედ, პროფილი მინდოდა მეგულისხმა და ვერ გავბედე…) ან რატომ არ უნდა მაინტერესებდეს ვითომ?!

მახსოვს – ლელა წურწუმიას ყმაწვილქალობა, ჩემ ხელშია გაზრდილი.. უიიი ეგ რა იყოოოო, ეხლა რომ გამოიბა ფრთები და ატყლაშუნეეებს…

მრცხვენია – აბანოში სიშიშვლის.

უარვყოფ –  ქორწინებამდე სექსს!

ვავადმყოფობ – რა ვიცი, მესამე პირში რომ ვლაპარაკობ ხშირად, მაგას თუ ავადმყოფობას დავარქმევთ…

ვმალავ – ფლეიბოისთვის რომ ფოტოები გადამიღეს, იმას.

ვინახავ – ბებიაჩემის ნაჩუქარ კომოდში.

მწამს – ჯადოების, თვალის, აურის და ათასი ეგეთი ეშმაკის მანქანების და  ხიმანდრობების.

მიკვირს – როგორ არ უსკდება დედამისს გული თეა თუთბერიძის შემხედვარე. 😐

მიხარია – შუქი რომ გვაქვს და გზები რომ დაგვიგეს.

ვჭორაობ – მე რასაც ვიძახი, სულ მართალი გამოდგება ხოლმე, მენდეთ-თქო ტყუილად ხომ არ ვამბობ ამხელა ქალი 😐

ვდარდობ – ღამღამობით და გულის კუნჭულში.

ვამაყობ – ჩემი ლამზირათი და ჩემი ახალი სმართფონით.

ვაკეთებ – არაჩვეულებრივ ხარჩოს, თითებს ჩაიკვნეტ.

ვეფერები – რაც თქვენი საქმე არაა იმაში ცხვირის ჩაყოფა ნუ გიყვართ!

მსიამოვნებს – თავისუფალ დროს ჯადოების კეთება.

მესიზმრება – ეროტიკული სიზმრები.

ვეწევი – ვაფუილებდი შიგადაშიგ, კი.

მწყინს – როცა მამაკაცები ვერ მამჩნევენ.

ვხარჯავ – ყველაფერს ფულის გარდა.

ვღალატობ – ნუ ეხლა, ღალატი რა, თუ მაგასაც ღალატს დავარქმევთ…

ვკამათობ – მოწინააღმდეგის სრულ განადგურებამდე და მორალურად გატეხვამდე.

ვუხეშობ – მიყვარს უხეში მამაკაცები…

ვუსმენ –ჩემი კარის მეზობლების წივილ-კივილს ყოველღამე და “Prodigy”-ს

ვყოყმანო –  შევხვდე თუ არა ტაპორას.

ვკითხულობ – სარკეში რომ გულახდილი საუბრების გვერდია იმას, მაგრამ ძირითადად კლასიკას ვამჯობინებ.

ვამზადებ – ბავშვებს უნარ-ჩვევებში.

ვუყურებ – ”სიმართლის დროს” და ერთი მეც ხომ არ მეცადა ბედი, ვფიქრობ 100 000 ხუმრობა საქმეა?

ვკლავ –გამოძახებით. 😐

ვაფუჭებ – ავტობუსებში ”კასებს”. აბა რა ამბავია 40 თეთრი, სადა მაქვს მაგდენი გადასაყრელი ხურდა?

ვცხოვრობ – ხელმომჭირნედ, ამას თუ ცხოვრება ჰქვია…

ვცემ – ვაიმე, უშანგის ბავშვს სადაც დავიჭერ, იქ დავაგლიჯავ ყურებს!..

ვმღერი – აბაზანაში.

ვასრულებ – 5-იანზე!

დავდივარ – შარდენზე, თქვენ მე ვიღაც ვიგინდარა არ გეგონოთ!

ვერიდები – კაცების სახლში ამოყვანას, ათასი ჭორიკანა მეზობელი მყავს.

ვთამაშობ – პოკერებში (მიმართლებს სხვათა შორის, დავუმუღამე მარწყვებს)

ვიტყუები – ასაკს და ფასს, ისიც ხანდახან.

ვგიჟდები – ბიჭს რო ნაუშნიკები უკეთია და ყელზე შავ-თეთრი შარფი აქვს სამკუთხედად მოხვეული

ვაგროვებ – ცხენისწაბლებს, ჯიბეში უნდა გედოს თურმე და გულისთვის ყოფილა არაჩვეულებრივი!

ვიხდი – გააჩნია ვისთან.

ვეჭვიანობ – ეგღა მაკლია!

ვკაიფობ – პლანს დავუმუღამე ამ სიბერეში.

ვიზიდავ – საპირისპირო სქესს.

ვილამაზებ – გაგილამაზებთ მე თქვენ თავ-პირს, თუ მოვედი!

Advertisements

12 Comments »

  1. woooooooooowwwww magariaaaaa!!!! qetu, sheni gacnoba sheizleba?:DDDDDDDDDDDDDDDDD

    Comment by nino — November 3, 2009 @ 4:36 pm | Reply

  2. +1 ფანკლუბს 🙂

    ის სილაღე გაქვს რაც დიდი ხნის წინ დავკარგე 🙂 так держать…

    Comment by lasharela — November 3, 2009 @ 4:52 pm | Reply

    • მონახე მერე, მანდ იქნება სადმე :S

      Comment by qetinodeida — November 3, 2009 @ 4:57 pm | Reply

  3. ვაიმეეეეეეე, გამოვსკდი სიცილით!!!
    აი, დაგლიჯა, რააა!!!
    მგონი, ამ ტეგ–თამაშში გაიმარჯვე, ქალბატონო ქეთინო :))

    Comment by zurriuss — November 3, 2009 @ 4:58 pm | Reply

  4. ვემალები – ლუკა რომ მწერს კომენტარებში იმას, რა უნდა ვერ გავიგე, რას გადამეკიდა, ვინაა მაგისი TOTIA.

    :))))))))))))

    TOTKA-QETO kei raa :))))

    gitxari kushetka moabrune metki, CUDI AURA gaqvs mand , TESTOSTERONI igrznoba shens nacershi…
    gadagekide mxarze mimino
    tyviit mokluli monadirisgan
    gadageyare tavze cimindi
    nishnad arshikis, metsisqvilisgan
    guls dagetake rogorc TAPORI
    shens siyvarulis mona-mcirisgan
    ras memalebi, TOTIA-QETO,
    egeb me is var, visac tirixar ?
    tu gekvarebi, miige pici –
    lilos bazrobis REZIDENTISGAN
    ar mogexsnebi rogors GALSTUKI
    Bokeriastvis PREZIDENTISGAN..

    dapikrdi TOTKA-QETO 😉

    Comment by LUKA — November 3, 2009 @ 6:19 pm | Reply

  5. ამ შუაღამისას ხარხარი ამიტყდა :ლოლ:
    მომეწონააა : )

    Comment by kevana — November 3, 2009 @ 10:45 pm | Reply

  6. დაგლიჯა :))))

    ქეთინოდეიდას ფანკლუბს ვხსნი 🙂

    Comment by busx — November 3, 2009 @ 10:47 pm | Reply

  7. კარგი იყო ))

    Comment by dreamar — November 3, 2009 @ 10:59 pm | Reply

  8. ამას ჩემზე წერ ხო – ვგიჟდები – ბიჭს რო ნაუშნიკები უკეთია და ყელზე შავ-თეთრი შარფი აქვს სამკუთხედად მოხვეული!

    ვგიჟდები მეც შენზე ქეთინო დეიდა! ხო მართლა, ამ გახსენებაზე, ჩამოვიდა გულნაზი ემირატებიდან?2 ცალი შარფი გადამინახოს უთხარი…

    Comment by newsoma — November 4, 2009 @ 11:26 pm | Reply

    • უჰ რას ლაპარაკობ გენაცვალე, წავიდა ემირატებში გულნაზი და აქ რო ჩაწოლილი საქონელი იყო იქ ისეთი მილიონერი გამოუჩანგლია 😦 გათხოვდა და დარჩა, უბედურმა ქეთინომ იკითხოს თორე 😦 არა რა, ბედი მომეცი და სანაგვეზე გადამაგდეო…

      Comment by qetinodeida — November 5, 2009 @ 8:22 am | Reply

  9. “dreamer”, შენღა გეკლდა ქეთინოს ბლოგების კითხვა. რა დროს ესაა, ამდენი სასწავლი გაქვს “ჯიპასი”. აქ წესიერს და სასარგებლოს, ვერაფერ ნახავ, ქეთინოს “სუფთა წარსულის” გარდა! :)))))))))))))

    Comment by newsoma — November 5, 2009 @ 11:50 pm | Reply

  10. 🙂

    Comment by SimpLy — November 26, 2009 @ 4:29 pm | Reply


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: