Qetinodeida's Blog

November 2, 2009

ქეთინო გადის პრავაზე

უჰ, დამადგა საშველი, ვიყავი ენდოკრინოლოგთან, ძლივს გამოვისწორე მეტყველება. ამოვიჩარე ერთი ჩერი ბანბანერკა იღლიაში და ვესტუმრე. კიდევ კარგი, ნახევარი ისევ მე შევჭამე, თორემ გავსკდებოდი გულზე.

იმდღეს, ჩემმა მეზობელმა უშანგიმ ახალი ”სუბარუ” მოაგელვა ეზოში. რა იშოვეს ამდენი ამ ოჯახმა არ ვიცი, მაგრამ დგას გასისინებული მანქანა და თვალში ეკლად მეჩხირება. განა მე სუბარუ მიჭირს, მაგრამ პრავა რათ არა მაქვს? უშანგის და იმის ტრაკშარა ცოლს თუ აქვთ, მე რატომ არ უნდა მქონდეს?ვითომ ვისზე რა ნაკლები ვარ?

putinis prava

(სადაც პუტინს აქვს პრავა, მე რატომ არ უნდა მქონდეს ვითომ)

ჰოდა, გადავწყვიტე, პრავის ასაღებად წავსულიყავი. ბედად, ახალი ჩამოტანილი მქონდა ქემერიდან ტავარი, სულ ფუთებად იყო შეკრული. ამოვქექე, გადავქექე, ამოვაძრე ზედა-ქვედა დვოიკა _ შარვალი და კოფთა. ფეხზეც მოკასინები შევირჩიე. ტანსაცმელს იარლიყები ჩავუბრუნე, რათ დავკარგო, დავბრუნდები, გავიხდი, გავაუთოებ, კაი ფასში გაიყიდება.

dvoika

წავედი დინამო სტადიონზე, ერთი საათი ველოდე ჩემს ნაცნობ მძღოლს, უფასოდ რომ გავყოლოდი რუსთავამდე და როგორც იქნა ჩავაღწიე.

ჩავაღწიე და ვაი ამ ჩაღწევას! რიგი, რიგი, რიგი, ცოცხალი! გავცქვერ-გამოვცქვერი, ვიჩხუბე, ცოცხალი რიგი რათ უნდა იყოს, ჩამოვწერ მე-მეთქი და პირველი წამოვკოკროჭინდი სიაში.

აქაც გამიმართლა და გამომცდელად ჩემი ყოფილი საყვარელი ტაპორა შემხვდა. გაიხარა იმანაც, მაგრამ ისე დაიბნა ქერტლივით, თავი ვეღარ აწია. ამდენი პატივი მქონდა მაგისთვის ნაცემი თავის დროზე და ფულს როგორ გამომართმევდა? წვიმდა და თეთრი ხაზები წაშლილი იყო. ისე აღარ ეტყობოდა და 4-ჯერ ამ ოხერი წვიმის გამო ჩავიჭერი. თქვენ არ იფიქროთ, ტაპორას ნახვა მინდოდა და ისევ წაკეკლუცება. არა, კი გამოაპარა რუჩნოიდან ჩემკენ ხელი, მაგრამ ისეთი ვტკუცე, მეორე დღეს დაბინტული მოვიდა. რა მოიგონეს ეს აღმართში დაძვრა და ეს მიხვევ-მოხვევები, რამდენჯერაც გავუხვიე, იმდენჯერ ხან მე ჩავუჯექი კალთაში, ხან ის. მეხუთეჯერაც კი ჩავიჭრებოდი დიდი სიამოვნებით, მაგრამ ამბობენ, უნარ-ჩვევებს ამატებენ გამოცდაზეო. ეჰ, რა დრო იყო, უნარ-ჩვევებში იქეთ ვამზადებდი ბავშვებს. სად იყო მაშინ ეროვნული გამოცდები და ვინ იცოდა ანალოგიები, მე რომ ბავშვებს სქილებს ვუმუშავებდი. აღარ მაქვს მაგის ნერვები, ისე კაი ფულები კი დავკუჭე, კაი ნაკვეთი მოვიდა იმ ფასში, გარდაბანში შევიძინე იაფში.

სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, ჩავაბარე მეხუთე გასვლაზე გამოცდა, ავიღე პრავა. ისე კარგად გამოვიყურები პრავის სურათზე, ავ თვალს არ ვენახვები. იხელთა ამ ტაპორამაც დრო და კოფეზე მეპატიჟება ქალაქში. დავთანხმდე არ დავთანხმდე არ ვიცი. რომ წავიდე, ფუთიდან ახალი ნარიადი მაქვს ამოსაძრობი, მერე ამ ტაპორას გულისთვის არ ჩამიწვეს ახალთახალი საქონელი, არ წავიდე და გასკდა გული მარტოობით. იმ სიჩქარეში ვერც გამოვკითხე რა ქნა, რა ბედს ეწია, რა მოხელე-ნაჩალნიკია, იქნება არაა დასაკარგი კაცი.

მოკლედ ვწევარ ამ არაბულ ტახტზე მაშინ რომ ზალაში გამოვდგი და დავტოვე და ვარ ერთ დილემაში. ისე ეს დილემაც რა კარგი სიტყვაა, სულ მინდოდა გამომეყენებინა და ჩავაკვეხე აქ. რა ვქნა, გამიზიარეთ თქვენი აზრები.

მანამდე სამლიტრიანში კომბოსტოს ჩავამწნილებ, ზამთარი მოდის, არაყს უხდება, უყვარს ტაპორას არაყზე წნილის მიტანიება.

chacha da arayi

Advertisements

11 Comments »

  1. ბრავო 🙂

    შეხვდი ტაპორას, სულაც რომ მომავალში არაფერში გამოგადგეს, ერთხელ პრავის აღებაში ხომ დაგეხმარა? ხომ უნდა ამას დანახვა და პატივისცემა?)

    Comment by dv0rsky — November 2, 2009 @ 10:14 am | Reply

  2. მართალს ამბობს ეს პატიოსანი კაცი 🙂 ამაგს ამაგითვე უნდა უპასუხო. ბოლოს და ბოლოს, მერე ნებისმიერ მომენტში შეგიძლია წამოაძახო 😉

    Comment by zurriuss — November 2, 2009 @ 3:39 pm | Reply

  3. გილოცავ ქეთინო დეიდა პრავის აღებას! ბოდიშს გიხდი, წინა პოსტებზე, ცოტა არ იყოს გეუზრდელეთ, მაგრამ დღეს ეომ გაგიცანით, თქვენზე რადიკალურად შემეცვალა შთაბეჭდილება!
    მოკლედ გეტყვით, როგორ გავიცანი ქეთინო დეიდა: “ზამთარი მოდის, აცივდა, ხო და ლილოში გავიქეცი ამ დილას, იქნებ რამე თბილი “იაფში” გავაძროთქო (მაინც ლილოა რაა) ბევრი ვიარე მაგრამ, კარგი და ი”იაფიც” ვერ ვნახე. ბოლოს, ერთ ადგილს მომეწონა რაღაც. დახლთან, ქერა თმიანი, მკერდსავსე თეთრი ფუმფულა, ქალბატონი იჯდა, მუხლებზე ვარდისფერი ლეპტოპი ედო და რაგაცას წერდა გამწარებული. რამდენჯერმე ვკითხე ფასები, მაგრამ არ მიპასუხა.გვერდიდან გადმოსძახეს, ქეთინო “კლიენტი”მოვიდაო! თავი არ აუწევია, ისე გასცა გვერდით მდგომს პასუხი: – ლამზირა, შენ მიხედე, მე ბლოგს ვწერო… ქეთინ, ბლოგი, სულ დამავიწყდა რიშთვის წავედი ლილოში, გადავეხვიეთ ერთმანეთს მე და ქეთინო დეიდა, კანტეინერში შემიპატიჟა, ფენოვანი ხაჭაპურით და “pele” -ც მოადუღა სასწრაფოდ, შეცივებული ხარ და გათბებიო. ასე გავიცანით მე და ქეთინო დეიდამ ერთმანეთი, იმედია, მომავალში უკეთეს კამპანიაში შევხვდებით ერთმანეთს..

    Comment by newsroma — November 2, 2009 @ 10:35 pm | Reply

    • hahahaaaaaaaaaaa…….
      LILOSHI mec vxaze დახლთან, ქერა თმიანი, მკერდსავსე თეთრი ფუმფულა, ქალბატონი იჯდა, მუხლებზე ვარდისფერი ლეპტოპი ედო და რაგაცას წერდა გამწარებული .. imas DODIKAAA daudzaxes da upasuxa ლამზირა, შენ მიხედე, მე ბლოგს ვწერო…
      rat undaT ew opri satauri , ups saxeli,-ar mesmis :))))

      gilocavt totka Qetino, mcvane shuli da bevri blogi 😉

      Comment by LUKA — November 3, 2009 @ 4:48 am | Reply

    • LOLz

      Comment by Dv0rsky — November 3, 2009 @ 6:59 am | Reply

    • უჰ ეს რა გაიხსენე ჩემო რომა, კარგი დღე იყო მართლა. იმ ლამზირამ თვალი დაგადგა ისე და კინაღამ მივასიკვტილე, მე ვუთხარი ამ ბიჭისთვის ვინმე უკეთესი მინდამეთქი, მაინც რა გული მაქ რა გული :)))
      რაც შეგეხება შენ ჩემო ლუკა, ვიცი შენ ტაპორას მოგზავნილი ხარ და წადი მომცილდი თავიდან, გადაეცი ჯერ არ გადაუწყვეტია შეგხვდება თუ არათქო.
      გეუბნები არ გამაბრაზო თორე ვინმე ღვთისნიერ დვორსკის ვთხოვ და იმხელა კუნთები აქვს თუ დაგარტყათ შენ და ტაპორას გაგაფრენთ მალაიზიაში 😐

      😀

      Comment by qetinodeida — November 3, 2009 @ 8:39 am | Reply

  4. tetka-qetino, kai raa, nu memuqrebi , chavipsi ;)))
    ratom aris roca simartles ambobs kaci VIGACIS MOGZAVNILI UNDA IKOS,…
    eg DVORSKI tur-agentia? gamige ra , ramdenat aqvt prenebi DUBAISHI? ert kai FRENAZE dagpatijeb,- kai tavari aqvto .
    QETINO-DEIDD, – me COOL-QRTOS gedzaxodi da es ra psuxebs deb? dagagoimes? shen ODNOKLASSNIKZEC gekneba ACCOUNTI, ara? :))))))))))
    etkoba KUSHETKA cudad gidgas da cudi auraa otaxshi.
    daudzaxe kunta-dvorskis da SHEMOGABRUNEBINEBS
    :)))))))))))))))))- ogond marto KUSHETKA moabrunebine, sxvas xeli ar axlos, TAPORA inervianebs :))))))

    Comment by LUKA — November 3, 2009 @ 5:18 pm | Reply

    • რაც შენი საქმე არაა, იმაში ცხვირს ნუ ჩაყოფ, დედიკო :*
      და საერთოდაც რომ იცოდე, პატიოსანი ქალი ოდნოკლასნიკების და ფეისბუქის ექაუნთებს არ დაარიგებს. ;):P

      Comment by qetinodeida — November 4, 2009 @ 8:14 am | Reply

  5. გაიხარე ქეთინო დეიდა, გაიხარე!!!

    ლამზირას დუბლიონკის პარტია რომ ჩამოუვა, არ გამომაპარო. გავიქეცი, ეხლა საქმეები მაქვს… გაკოცე ბევრი!

    Comment by newsroma — November 3, 2009 @ 6:02 pm | Reply

  6. წადი ხანუმა ჯან, წადიიი და ნახე… ზამთარი მოდის, ცივა.. გათბობა ხო გინდა? :ინტრიგან: :ლოლ:

    Comment by kevana — November 3, 2009 @ 10:50 pm | Reply

  7. 🙂

    Comment by busx — November 3, 2009 @ 10:50 pm | Reply


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: