Qetinodeida's Blog

October 26, 2009

ქეთინო პანაშვიდზე

Filed under: Uncategorized — qetinodeida @ 9:42 am

ერთხელ ქეთინო დეიდამ გაიღვიძა. მიხვდა, რომ ახალგაზრდობის წლები გალია, კანი გაუსქელდა და გულის შემართრთოლებელ ამბებზეც ისე გულიანად ვეღარ ქვითინებდა, ვეღარც ატლასოვან ბალიშის პირს ვეღარ ასველებდა ცხელი ცრემლებით. რაღა დაგიმალოთ და, იწყინა. ეწყინა და დაიწყო გამოსავალის ძებნა.

ბევრი ძებნა თუ ცოტა ძებნა, მოძებნა. მოძებნა და გაიხარა. სატირლად ემზადებოდა, თორემ გაიღიმებდა კიდეც. ხტუნვა-ხტუნვით გავარდა და ბებიამისის ნაჩუქარ ძველ გარდერობში შავი კაბის ძებნა დაიწყო.

ესეც მოძებნა. ბარხატოვანი და ატლასოვანი ქსოვილით გაწყობილი, ლიპებიანი და მკერდზე და სახელოებზე გიპიურით, კოჭებამდე დავარდნილი კაბა იპოვა. იმისთანა ხარისხი იყო, მუჭში მოიქცევდი.

სასწრაფოდ გადაიცვა და შეხტა-შემოტრიალდა. ახლა მთავარი იყო, ვინმეს მკვდარიც ეპოვა და გულის მოსახოებლად წასულიყო.

მკვდარმაც არ დააყოვნა და უეცრად გაახსენდა, რომ გუშინ მის თავზე რომ ჩეხური ოროთახიანი იყო, სამად გადაკეთებული, იქ ძველი ზვიადისტი და ღირსების ორდენის მფლობელი, ვალოდია გარდაიცვალა.

მკვდრისთვის ყვავილების მიტანა წესია, ქეთინოს კი ბაღჩა არ ჰქონდა, რომ ყვავილი მოეწყვიტა. ვალოდიასთვის ფულს რა თქმა უნდა არ გადაყრიდა, მით უმეტეს რომ ვალოდია იქეთ ეძლეოდა ხოლმე ჭაბუკობაში და რომ არაფერი გამოუვიდა, ფულსაც ხშირად სთავაზობდა.

სხვა გზა არ იყო, ყვავილები რამენაირად უნდა ეშოვა. ერთი გენიალური იდეაც აენთო თავში

შევარდა ჩულანში, ბებიამისის ნაქონ ძველ არაბულ ტახტს დაეჯაჯგურა და შუა ზალაში გამოათრია. სამძიმარზე პირველი სტუმრები უკვე მოიჩქაროდნენ. ამიტომაც ქეთინომ სასწრაფოდ იშვირა ფეხი კარი ღია დატოვა, ტახტზე წამოკოკროჭინდა და თეთრი ზეწარი მიიფარა.

არ გასულა ათიოდე წუთი რომ,  ვალოდიას ჩოხატაურელი გარებიძაშვილები და ორი ქვისლი  წივილ-კივილით და ლოყების ხოკვით შემოცვივდნენ ქეთინოს ზალაში. ეცინება ქეთინოს ულვაშებში, იკვნეტს ტუჩებს, მაგრამ ზეწრის ხვრელიდან მაშინვე შეამჩნია, რომ ვენოკი მართლაც და, წუნდაუდებელი იყო. ნათესავებს კი გაუკვირდათ ერთი პირობა, რომ არც ჭირისუფალი არ დახვდათ და არც კვტრის სურათი იყო გამოჭიმული, მაგრამ ჩათვალეს, რომ ქალაქში ასეთი წესი იყო და უკანმოუხედავად გაცვივდნენ უკან.

წამოხტა გიჟივით ქეთინო, გადაიძრო ზეწარი, დასტაცა ხელი ვენოკს, სარკეში მწუხარე სახე მიიღოკარი გამოიჯახუნა და თითო კიბის გამოტოვებით მე-14 სართულზე სამძიმარზე ავარდა.

დადგა ნანატრი ჟამი და ქეთინომ თავის ინიციალებიანი შავი ცხვირსახოცი ამოიღო  (შავი იმიტომ რომ ჭუჭყის ამტანია საერთოდ) და გულიანად აბღავლდა.

ტირის ქეთინო დეიდა, ტირის, ამოაყოლა გულის დარდები, დააყენა ტბა, შემოვიდა ერთი პარტია გავიდა, შემოვიდა მეორე პარტია გავიდა, არ დაადგა ქეთინოს წასვლას საშველი, ტირის, ტირის, თავს იკლავს. თავისი ნაფერებ-ნალოლიავები ქალიშვილობაც გამოიტირა, ის ტავარი რომ ჩაუწვა აგვისტოს ომის გამო ისიც, საბაჟოზე გადმოსვლისას საბაჟო გადასახადი რომ დაუწესეს, იმაზეც იქვითინა. შესცქერიან გაოცებული ჭირისუფლები ქეთინოს, თვალზე ცრემლი მოადგათ, როგორ ყვარებია ჩუმად საწყალი ვალოდიაო, არ გაჩერდა ქეთინო, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ღორის გრიპი, მინინგიტი, მაპი რომ არ მოგვცეს იმაზეც ისლუკუნა, ბადრი პატარკაციშვილი რომ დაიღუპა და პანაშვიდზე რომ ვერ მიუსწრო, ამდენი აქციები რომ ხახვივით შერჩა სააკაშვილს, ამდენი ხანია რომ თავის თავისთვის ვერ მოუცლია და შარვლის შიგნით რომ დახეული კალგოტკები აცვია და ერთი პომადა რომ ვერ იყიდა, იმასაც ამოაყოლა გული და ერთი-ორი კურცხალი მაიკლ ჯექსონსაც მიაწია.

რამდენიმე საათი დაისია თვალები, გაისია გული, მოერია ზღვას და გულდამშვიდებული ჩავიდა სახლში.

ჰოდა ვწევარ ეხლა ამ არაბულ ტახტზე, რატო მედგა ამდენი ხანი ჩულანში ვერ გავიგე, შვენიერი წამოსაწოლი ყოფილა. ვფიქრობ კაცო, ამ ენდოკრინოლოგთან მისვლას რით ვერ დავაყენე საშველი, რით ვერ მივაღწიე. მარა, უხერხულია ისე ხელცარიელი მისვლაც, ერთი ”ჩერი” ბანბანერკა რა გახდა რომ ვერ ვიყიდე, ვერაფრით გადავეჩვიე მესამე პირში ლაპარაკს, ამ ბოლო დროს პირიც მიშრება და შაქარი ხომ არა მაქვს, მაინტერესებს.

Advertisements

7 Comments »

  1. :D:D:D:D:D:D:D:D:D agar xumrob, genacvale! dzalian magaria! Michael Jackson-istvis dadevnebuli kurcxali :D:D:D:D loool

    Comment by Natalie — October 26, 2009 @ 9:50 am | Reply

    • ეგრე ვართ კროშკა, რა ვქნათ, ვცდილობთ რაღაცას 😀 😛
      გენაცალოს ქეთინო დეიდა 😛 :*

      Comment by qetinodeida — October 26, 2009 @ 10:09 am | Reply

  2. ეეეჰ… რას არ იზამ კაცი, როცა თვალზე კურცხალი მოგადგება … :))

    Comment by zurriuss — October 28, 2009 @ 5:35 pm | Reply

  3. მაგარი образ-ია ქეთინო დეიდა 🙂

    ერთის მხრივ ქეთინო დეიდა…და მეორეს მხრივ ყველა ენერგეტიკული სასმელის მიქსია 🙂 (ეს უკვე შენ ხარ)…

    კარგია… დავამატებ ჩემს ბლოგზე და როგორც კი რაიმე გაფაჩუნდება შენს ბლოგზე იქვე გავიგებ 🙂

    P.S. შავრლის შიგნით დახეული კოლგოტკი… ქეთინო დეიდას ობრაზში შარვალი რაღაც ვერ ჩავსვი მარა მაინც 🙂

    Comment by lasharela — October 29, 2009 @ 10:35 am | Reply

  4. eeeex qetino deidaaaa! shens avadmyopobas ver gadavitant tavs mouare da tbili cindebi chaicvi mainc civa es oxeri sicive ver movishoret ra amcels:D celze shalic shemoixvie tu rame dagchirdes damireke gamoval:D:D:D

    Comment by soff — October 29, 2009 @ 12:53 pm | Reply

    • უიმეეე დამირეკე გამოვალო ახლაღა წავიკითხე, სად უნდა გამოხვიდე კაცო, სტუმარს მიხედვა უნდა და ათასი ხარჯია, დაუპატიჟებლად არ დავინახო არავინ ჩემთან 🙂 თუ რამეა თავად დამირეკეთ 5 წუთში მანდ გავჩნდები, თან კოფე და ნამცხვარიც თუ გექნებათ მითუმეტეს :)))

      Comment by qetinodeida — October 30, 2009 @ 5:07 pm | Reply

  5. გენაცვალოთ ქეთინო დეიდა,
    კარქი ბავშვები ხართ,
    ერთი ეგაა რო ქართული შრიფთით წერეთ თორემ ისედაც ცოტა დამიმინუსდა თვალები და ვეღარ ვარჩევ.. 🙂
    მენდეთ,
    თქვენი ქეთინო დეიდა

    Comment by qetinodeida — October 30, 2009 @ 4:58 pm | Reply


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: