Qetinodeida's Blog

October 20, 2009

მე და ენდი გარსია!!

Filed under: Uncategorized — qetinodeida @ 8:20 pm

დღეს დილით ქეთინომ მშვენიერ ხასიათზე გაიღვიძა თავის ლილოს აპარტამენტში. ვინაიდან და რადგანაც საჭმელი გასაკეთებელი არ ჰქონდა, (გუშინ შეწვა ყვავილოვანი კომბოსტო კვერცხში) გადაწყვიტა რამე საქმით დაკავებულიყო, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა და სწორედ ამ დროს ბედად მისმა სმარტფონმა დარეკა. ზარად ნინას „პაჩკა, პაჩკა დოლარები“ უყენია და დოლარის გაგონებაზე უფრო კარგ ხასიათზე მოვიდა. ღვიძლი და ურეკავდა, დღეს ჩემთან ჩვენი ოჯახის მკითხავი მოდის და ერთი პაჩკა მწვანე თავსახურიანი ყავა წამოიღე და სასწრაფოდ წამოდი, ხო იცი ოჯახური ტრადიციააო. ქეთინოს ძალიან გაუხარდა, მაშინვე გათიშა ტელეფონი, ხალვათად ჩაიცვა გარეთ კარგი ამინდიაო და სამარშუტო ტაქსს შეახტა.

რა თქმა უნდა ლილოს მარშუტკის ყველა მძღოლი ქეთინოს ნაცნობია და კოლმეურნეობის მოედნამდე უფასოდ იმგზავრა, აქ ჩამოვიდა, იფიქრა მიწისქვეშა გადასასვლელში კარგი ხილი აქვთ ხოლმე იაფად და ჩემს დას ვუყიდიო, თან უყვარდა როცა მარიაჟობდა ქალაქის ცენტრში ნაყიდი ხილით. მოკლედ რაც უნდოდა ფასდაკლებით შეიძინა და ისევ სამარშუტო ტაქსს მიაშურა.

თუმცა აქ დაიწყო ქეთინოს ტანჯვა. მთელი თაბუკაშვილის ქუჩა გადაჭედილი იყო მანქანებით, ისეთი საცობი იყო ინდოეთში მოპარული ნაღდი ბისერის ნემსიც კი ვერ ჩავარდებოდა. ამ ყველაფერს ისიც დაემთხვა, რომ ქეთინო ისეთ ადგილზე მოხვდა სადაც ფანჯარა არ იღებოდა. იწრიალა ცოტა ხანს იწრიალა, ბოლოს თავისი შარმი გამოიყენა, ვიღაც მამაკაცს გაეღლაბუცა და მაინც გაშანსა ფანჯრიანი ადგილი.

სასწრაფოდ გამოაღო, გადაყო თავი ფანჯრიდან და დაიწყო პატრულის მოვალეობის შესულება, რა ექნა ნამდვილი პატრული არსად არ ჩანდა. სასტვენი თან არ ჰქონდა წამოღებული, მაგრამ თითებით ჩაფსტვინა ერთი ორი, სიტუაცია ცოტა ჭკუაზე მოიყვანა და შემდეგ გადაწყვიტა ეს ყველაფერი ასე არ დაეტოვებინა. საცობის ნამდვილ მიზეზთან, ბატონ ენდი გარსიასთან წასულიყო.

მისდა ბედად ენდი პარლამენტიდან გამოდიოდა და სასტუმროსკენ აპირებდა წასვლას. ქეთინომ არ დაახანა, ისკუპა და ენდის კისერზე ჩამოეკონწიალა. წამიყვანე დროზე შენს ნმერში თორემ თითებში რომ მირტყა მაინც არ გაგიშვებ ხელსო. ენდიმ ქართული არ იცის, მაგრამ ქეთინოს ნათქვამს რას არ გაიგებდა და სხვა რა გზა ჰქონდა კაბინეტში შებრუნდა.

იგრძნო თუ არა სიმყუდროვე ქეთინომ ხელი გაუშვა გარსიას, ჩამოხატა, იქვე სკამზე მოკალათდა და დაიწყო: რომ ჩამოხვედი აქ და თავი დიდი რამე გგონია, დააწყვიტე ხალხს ნერვებიო, ჯერ იყო და საწყალი ჟურნალისტები ალოდინე დილით 4 საათით, ახლა ჩემი ოჯახის მკითხავს აღარ იკითხავ? ჩემს ლოდინში ბრუალები დაეწყოო, შენ რა გგონია ეს ყველაფერი შეგრჩებაო?! ახლავე თუ არ აიკრავ გუდა-ნაბადს მე ვიცი რასაც ვიზამ, სკანდალს მოვაწყობო. დააყარა ქოქოლა, დაუწყო ლანძღვა-გინება, აიგდო აბუჩად და ბოლოს ისიც მიაძახა. შენ რომ პატიოსანი კაცი ყოფილიყავი მოდილიანის შემდეგ სააკაშვილს არ ითამაშებდიო!

ენდი მობუზული უსმენდა, ბოლოს ქართულად ამოილუღლუღა, რა ვქნა ქეთინო, განა მარტო საქართველოში გიჭირთ, მეც გამიჭირდაო, ვიფიქრე ოჯახში ერთ-ორ მილიონ კაპიკს შევიტანდიო და ზლუქუნი ამოუშვა.

ქეთინოს შეეცოდა ენდი.. ქალაქის ცენტრში ნაყიდი ხილი დაუტოვა პირი გაისველეო, ჩუმად გამოიჯახუნა კარი და წამოვიდა. ჩაფიქრებულმა დიდხანს იარა, როცა გამოერკვა უკვე ლილოში ჩასულიყო ფეხით. ერთი კი ამოიოხრა ისე რომ გული ამოატანა და მერე იფიქრა. არაუშავს, ამდენ სიარულში ერთ-ორ კილო ცელულიტს კი დავაგდებდი და მაინც არ ჩაუვლია ამ დღეს ფუჭადო და კორპუსის კიბეებს აუყვა. უყვარს ქეთინოს ყველაფერში პოზიტიურის დანახვა, გამოუსწორებელი ოპტიმისტია.

ასე დამთავრდა ეს დღე, მაგრამ ამ დღეებში ენდოკრინოლოგთან წასვლას ვაპირებ, ეს მესამე პირში საუბარი დამჩემდა და უნდა გავარკვიო რისი ბრალია, ვეღარ ვცნობ ჩემს თავს.

ექიმის ამბებს მერე მოვყვები, მანამდე კი მენდეთ… თქვენი ქეთნო.

Advertisements

4 Comments »

  1. ვაიმე, გამეხა წელები სიცილით :)))
    ქეთინო დეიდა, თქვენი ტელ. ნომერი რატო არ დაუტოვეთ? ჰოლივუდში რო დაბრუნდებოდა, რაცხა ადგილს გაგიჩალიჩებდათ. არაა ენდი იმნაირი კაცი, რომ თუნდაც 1 კგ. ხილი არ დაგიფასოს ;)))

    Comment by zurriuss — October 20, 2009 @ 8:34 pm | Reply

    • სხვათაშორის საღამოს დამიკავშირდა, დაუმშვიდობებლად ვერ წავედი მაინცო და შემდეგში რომ გათხოვდები შენი ქმრისთვის ზედა-ქვედა სპორტულები ჩემზე იყოსო. გადაედო მაგას სააკაშვილისგან ეს ფუჭი დაპირებები, არადა არაა ცუდი კაცი 🙂

      Comment by qetinodeida — October 20, 2009 @ 8:48 pm | Reply

      • უი, მართლა, ჟღვინტისთვის გაცივდა თუ ხელოვნური რამე–რუმეები შეუყარეს ცხვირში. არ იცი, ნეტა?

        Comment by zurriuss — October 20, 2009 @ 8:55 pm

  2. აქ სააკაშვილის ჟღვლინტები და ენდი გარსია არ არის მთავარი, მთავარი მე ვარ და თუ კითხვები გაქვთ ჩემთან დამისვით, თუ არადა ნუ გამიმართეთ ფორუმ გე 😉 :))))))

    Comment by qetinodeida — October 20, 2009 @ 9:14 pm | Reply


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: