Qetinodeida's Blog

October 19, 2009

ჩემი სუფთა წარსული!

დავბადებულვარ ქალაქ ორჯონიკიძეში. მზიანი ივლისის დღე იდგა, 1958 წელი. ყმაწვილქალობა აქვე გამილევია. ერთ დღეს, ჩვენს მეზობლად კბილცეცხლაანთას, ქალაქიდან სტუმრები ჩამოვიდნენ. მაშინ გამოუცდელი ყმაწვილქალი ვიყავი და გული სიამით შხიოდა. მეც დამიძახეს. სალათისთვის მწვანილი სჭირდებოდათ და იქვე ბაღჩაში გამგზავნეს მოსაკრეფად. თენგიზიც იქვე იჯდა და თუთუნს აფუილებდა, თან მალულად ათვალიერებდა ჩემს ჩადგმულ თეძოებს. გადავიხარე თუ არა, მწველი მზერა ვიგრძენი. აღშფოთებული წამოვხტი, ეს რომ ვინმეს გაეგო, ვინღა მომიყვანდა ცოლად! ჰოდა, მაშინ პირველად გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, თენგიზს ცოლად შევტენოდი. იმავე ღამეს განვახორციელე ჩემი ჩუმი ჩანაფიქრი. დილით თენგიზის მკლავზე წამოკოკროჭინებულს გამომეღვიძა. ასე ჩავაბარე სრულიად უცხო მამაკაცს ჩემი ნანინანატრი ქალიშვილობა.

მოკრძალებული ქორწილი გადავიხადეთ და საცხოვრებლად ქ. ქუთაისში გადავედით. 9 თვის თავზე ქალ-ვაჟი შეგვეძინა. ლამზირა და ონოფრე მალე წამოიჩიტნენ. ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ჩემი ონოფრე ასე გამწირავდა და მამამისთან ყველაფერს წამოროშავდა რაც იყო და არ იყო სათქმელი.

ასე დამენგრა პირველი ოჯახი.

ჩავკიდე ხელი ჩემს ლამზირას და თბილისში წამოვედი. გზად დაბა ლილოში გავჩერდით. ჩემი გოგონასთვის ტრიკოტაჟის იუბკა უნდა მეყიდა. ჩემთვის კალგოტკას ვეძებდი. მოვიზომე ერთი, მოვიზომე მეორე _ არც ერთი არ გამომადგა. ბოლოს მივადექი ერთ კაცს, რომელიც 20-დენიანი კალგოტკის ამოქაჩვაში უსასყიდლოდ დავიხმარე.

ასე შევქმენი მეორე ოჯახი.

ნაწილობრივ ჩემს ქმარს უნდა ვუმადლოდე იმას, რომ მთელ ლილოში სადაც კი ბამბაზიის საქონელი იყიდება, ჩემი წილი და წვლილია.

წავის ბეწვი, თურქული ტავარი სეზონურად, ქობულეთის პლაჟების სიმინდი, მე – გადაცემა ”პროფილში”, მე – საპროტესტო აქციებზე, მე – სუროგატი დედების ასოციაციის თავმჯდომარე, მე – მოხალისე პატრული, მე – ბუნების ქომაგი და მე – უბრალოდ დიასახლისი და კარგი დედა… ჩემი სხვა წარმატებები იხილეთ შემდეგ პოსტებში.

Advertisements

12 Comments »

  1. ბლოგსერიალი, რულზ :))))))))

    Comment by busx — October 19, 2009 @ 3:51 pm | Reply

    • არ იქნება სერიალი ეს გენაცვალე. მე გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას და ვილაპარაკებ სხვადასხვა პრობლემებზე! პრობლემას კიდე იმდენს წავაწყდი ცხოვრების მანძილზე :უჰუჰუ: :))))

      Comment by qetinodeida — October 19, 2009 @ 4:21 pm | Reply

  2. ქეთინო დეიდა, პაპიროზის მოწევა რომელ ქმართან დაიწყეთ? 🙂 🙂 🙂

    Comment by zurriuss — October 19, 2009 @ 4:59 pm | Reply

    • მეორე ქმარსაც რომ გავეყარე შემდეგ, მაგრამ ცოტა ხანი ვეწეოდი, მერე ახალი ხერხი მოვიგონე როგორ დავანებოთ სიგარეტს თავი, ერთგვარი ანტისაფუილო აპარატი, სერიულადაც მინდოდა გამომეშვა მაგრამ წარმოებაში რომ გავუშვი არ გასაღდა და ჩამიწვა ეგ ბიზნესი. მაგაზე მერე მოვყვები დაწვრილებით..

      Comment by qetinodeida — October 19, 2009 @ 9:37 pm | Reply

      • მაგაზეც და კიდე იცი რაზე? აი, ქალიშვილობაზე. ხომ იცი, საქართველოში იმდენი ძააააააააააააააან ეგეთი გოგო რო დადის არადა ან წამებული ქალიშვილები არიან და არ იციან, რაზე ჩამოეხიონ, ან კიდევ იმდენჯერ არიან გაკერილები, რომ ფეხის გაშლისას ირღვევიან ავტომატურად…
        ჰოდა ამათ ელაპარაკეთ ქალიშვილობაზე და მის ბედნიერება–უბედურებაზე :)))

        Comment by zurriuss — October 19, 2009 @ 9:40 pm

  3. ასე გააგრძელეთ გენაცვალე. როცა ისტორიის მოყოლას მორჩებიტ, მერე ყოველდღიური ამბები მოყევით. მგონი, სერიალზე უფრო მაგარი გამოვა 🙂

    ბევრი ვიცინე 🙂

    Comment by Tazo — October 20, 2009 @ 8:47 am | Reply

    • როდის როგორ მომიხერხდება გენაცვალე:))) გაიხარე ისე, რა კარგი ბიჭი ხარ, ჩემი გოგო რო ჩამოვა საბერძნეთიდან უნდა გაგაცნო, შეეტკბობით და შეეწყობით ერთმანეთს 😉

      Comment by qetinodeida — October 20, 2009 @ 5:20 pm | Reply

  4. მესამედ არ თხოვდები ქეთინო დეიდა?

    Comment by newsroma — October 29, 2009 @ 9:08 pm | Reply

    • ახლა იმასაც ვერ ვიტყვი ჯუდ ლოუმ რომ ხელი მთხოვოს არ გავყვებიმეთქი, მაგრამ ჯერ მაინც არ დავფიქრებულვარ მაგაზე, გათხოვება ხუმრობა კი ნუ გგონია შვილო, იმხელა ტვირთია, თან თუ ეჭვიანი ქმარი შეგხვდა მტრისას, მეკიდე ვერ ვიტან მესიჯებს რო მიჩითავენ!! 😐

      Comment by qetinodeida — October 30, 2009 @ 5:11 pm | Reply

  5. რატო მაყვალა არ გქვიათ? ან ჟუჟუნა? 😦

    Comment by kevana — October 30, 2009 @ 9:49 pm | Reply

    • სანამ დავიბადებოდი წინა ღამი დედაჩემის ბებიამ სიზმარი ნახა, თეთრებში ჩაცმული კაცი მოვიდაო, კალთაში გოგო ჩამიგორა და მითხრა ამას ქეთინო დაარქვითო, მერე წადით და სადაც დაიბადება იმ საავადმყოფოს ეზოში ხუთი ხარი დაკალითო 😐 დამარქვეს ქეთინო, ჩემი ნათესაობა კიდე იმ ხარების ვალიდან დღემდე ვერ ამოსულა 😐

      Comment by qetinodeida — October 31, 2009 @ 2:13 pm | Reply

  6. wow რა კარგად წერ : )))

    Comment by პერწკლი — November 3, 2009 @ 6:27 pm | Reply


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: